ჩვენ ვართ MEGA-TRANS!

შპს „MEGA-TRANS“ დაფუძნებულია 2008 წლის 25 დეკემბერს. სატრანსპორტო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს დაარსების დღიდანვე და აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, რასაც ადასტურებს ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები. კომპანიის გამოცდილება ლოგისტიკის დაგეგმარებაში საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს ისეთი სერვისი, რომელიც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და იძლევა მომსახუროების უმაღლეს ხარისხს, რაც გამოიხატება ტვირთების უმოკლეს ვადაში უსაფრთხო გადაზიდვებით.

კომპანიის მფლობელობაში არის 35 Mercedes-Benz Actros მარკის Euro 6_ისა და Euro 5_ის სტანდარტის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ძირითადად 2012-2017 წლის გამოშვებისაა. კომპანია პერმანენტულად ახორციელებს ავტო პარკის განახლებას და ცდილობს ყოველწლიურად გაზარდოს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.

ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ სახმელეთო გადაზიდვებს, ვინაიდან ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული ამ სფეროში პირველობის შენარჩუნება, ვცდილობთ მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით განვითარებას და ახალი ბაზრების დაპყრობას.

შპს „MEGA TRANS“-ი ამ დროისთვის ინარჩუნებს მყარ პოზიციებს შემდეგ ბაზრებზე:

საქართველო, თურქეთი,ავსტრია,იტალია,გერმანია,უკრაინა,პოლონეთი, მოლდოვეთი,რუსეთი,
აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ჩინეთი, ტაჯიკეთი და სხვები.

ჩვენი კომპანიის მენეჯმენტის ინოვაციური ხედვა საფუძველს გვაძლევს ახლო მომავალში მცირე აზიისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ფართომასშტაბიან გადაზიდვებს.
ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლებით,რაც დიდ როლს ასრულებს უსაფრთხო გადაზიდვებში და აისახება ჩვენი კომპანიის მომსახურეობის ხარისხზე.

 

ჩვენი მისიაა

  • ვიყოთ აქტიური პარტნიორი
  • შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები
  • მუდმივი გაუმჯობესება
  • ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა
  • ტვრთის დაზღვევა
  • სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • სწრაფი გადაზიდვა

არ ხართ დარწმუნებული რომელი გადაწყვეტილება შეესაბამება თქვენს ბიზნეს საჭიროებებს?